გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 

ირაკლი ღარიბაშვილი: მინდა, ოპონენტებს შევახსენო, რომ 1-ლი ოქტომბერი არის ქართველი წმინდანის - ბიძინა ჩოლოყაშვილის ხსენების დღე და ბიძინობა, სწორედ ამ კონტექსტში ვახსენე აღნიშნული თარიღი

11-10-2021

მინდა, ოპონენტებს შევახსენო, რომ 1-ლი ოქტომბერი არის ქართველი წმინდანის - ბიძინა ჩოლოყაშვილის ხსენების დღე და ბიძინობა, სწორედ ამ კონტექსტში ვახსენე აღნიშნული თარიღი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს ბათუმში განუცხადა.


მთავრობის მეთაურის შეფასებით, ოპოზიციის მხრიდან ამ საკითხზე მდარე განცხადებები გაკეთდა.


„იმდენად მდარე ხარისხის განცხადებები მოვისმინე ოპოზიციის მხრიდან, უხერხულიც კი არის, მოსახლეობისთვის ამ თემაზე გავაკეთო განმარტება, მაგრამ ვინაიდან არაერთგზის შეეხნენ ამ თემას, მინდა კიდევ ერთხელ განმარტება და მოსახლეობას კი არა, ოპონენტებს შევახსენო, რომ 1-ლი ოქტომბერი არის ქართველი წმინდანის - ბიძინა ჩოლოყაშვილის ხსენების დღე და ბიძინობა. ყველასთვის არის ცნობილი, რომ ეს არის დღე, როდესაც ჩვენ აღვნიშნავთ, ქართველი წმინდანის, ბიძინა ჩოლოყაშვილის ხსენების დღეს. სწორედ აქედან გამომდინარე და ამ კონტექსტში ვახსენე მე აღნიშნული თარიღი და ბიძინობა", - აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.