გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2021    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

ირაკლი ღარიბაშვილი: სომხეთში მქონდა ძალიან წარმატებული ვიზიტი, ჩვენ უკვე შევქმენით მედიაციის წარმატებული პრეცედენტი

11-10-2021

სომხეთში მქონდა ძალიან წარმატებული ვიზიტი; მოგეხსენებათ ჩემი ინიციატივა, დავიწყოთ რეგიონში თანამშრომლობა და ახალი პლატფორმა შეიქმნას, რომლის ფარგლებში ჩვენ 3 ქვეყანა დავიწყებთ მჭიდრო თანამშრომლობას და ამ პროცესში საქართველოს და ჩვენ გვაკისრია დიდი როლი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს ბათუმში განუცხადა.


მთავრობის მეთაურის თქმით, საქართველო აქტიურად შეასრულებს მედიაციის როლს ორივე მეზობელ ქვეყანასთან.


„ჩვენ უკვე შევქმენით მედიაციის წარმატებული პრეცედენტი ივნისში, როდესაც ჩემი უშუალო ძალისხმევით და ბუნებრივია, აზერბაიჯანის და სომხეთის ლიდერების შეთანხმებით, მივაღწიეთ წარმატებას, რაც გულისხმობდა პატიმრების გათავისუფლებას და ასევე რუკების გადაცემას აზერბაიჯანისთვის. ამ მიმართულებით მე ძალიან ვაქტიურობ. განხილვის ერთ-ერთი მთავარი თემა იყო სწორედ ჩვენი თანამშრომლობა რეგიონის ჭრილში, რეგიონის ფორმატში და საქართველო აქტიურად შეასრულებს მედიაციის როლს ორივე მეზობელ ქვეყანასთან", - აღნიშნა პრემიერმა.