24-04-2018
საზოგადოებას მინდა ვაცნობო, თუ რა კატასტროფული მდგომარეობაა ჩემს ქალაქში - ქალაქ კასპში. სრული განუკითხაობა, გარიყული ქართველობა და ხელოვნურად შექმნილი მდგომარეობა, რომ ქართველი კაცი აიყაროს ამ მიწიდან და საზღვრებს გარეთ გადაიხვეწოს. ზუსტად ეს პოლიტიკა მიმდინარეობს, რომლის ხელშემწყობები, რაღა თქმა უნდა, ჩვენი სასახელო მთავრობაა. მთავრობა არ აკონტროლებს შრომითი კოდექსის იმ მნიშვნელოვან ნიუანსებს, რომლითაც დასაქმებული მუშა უნდა იყოს ღირსეულ გარემოში. ამ მუშებს არ იცავს არასამთავრობო ორგანიზაციები, ოპოზიცია და ფრიფკავშირები. დიახაც, ქვეყანაში არუს სრული ქაოსი, რომლის მიხედვითაც ერს ემუქრება გადაჯიშება, გადაგვარება და გაქრობა.
კასპი ცემენტის ქარხანაში დასაქმებულია 500 მუშამდე პირი. არ არსებობს უსაფრთხოების ზომების დაცვითი მექანიზმები. რამდენიმე წლის უკან მეზობელი დამეღუპა, ოჯახს კი მიზერული თანხა გადაუგდეს, რომ არ გახმაურებულიყო.მათი ხელფასები ძალზედ მიზერულია. მიმდინარეობს დაშინება, თუ პირობების გაუმჯობესების მიზნით ხმას ამოიღებენ, აშანტაჟებენ, რომ ისინი დატოვებენ სამსახურებს.
ახალი ქარხნის მშენებლობაზე დასაქმებულია 500 ჩინელი მოქალაქე, რომელთა სახელფასო ანაზღაურებაც 60$-ია. სამსახურებში არ იღებენ ქართველებს და ყოველდღიურ რეჟიმში ხდება ახაკი ნაკადის მიღება ჩინეთიდან. ჩინური დასახლების მიმდებარედ არის დაცვის სამსახური, რომლებსაც ამ მუშების უსაფრთხოება ევალებათ, მაი სახელფასო ანაზღაურება შეადგენს 250 ლარს ერთ თვეში. როგორც დაცვის წევრები საუბრობენ, მათ ყოველი თვის ბოლოს აკლებენ ხელფასს და 200 ლარსაც კი ვერ იღებენ.
ეს არის თანამედროვე მონობა, რომლის შემოქმედებიც თავად ჩვენ ვართ! როდემდე უნდა ვიყოთ ჩმორები?! როდემდე უნდა გვაფურთხონ სულში?! არ გრცხცენიათ ეს დამცირება?!