გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 

ჯუანშერ ბურჭულაძე ნატოს კიბერთავდაცვის ცენტრის ხელმძღვანელს იაკ ტარიენს შეხვდა

12-10-2021


საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ნატოს კიბერთავდაცვის სრულყოფის ცენტრის ხელმძღვანელს, პოლკოვნიკ იაკ ტარიენს უმასპინძლა.


შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოსა და რეგიონში არსებული კიბერსაფრთხეები მიმოიხილეს და საქართველოს კიბერთავდაცვითი შესაძლებლობების გაზრდისა და ამ კუთხით საერთაშორისო თანამშრომლობის მნიშვნელობაზე ისაუბრეს. ჯუანშერ ბურჭულაძემ სტუმარს ბოლო წლებში კიბერუსაფრთხოების ბიუროს წარმატებულ საქმიანობაზე, თავდაცვის უწყებაში კიბერუსაფრთხოების გაძლიერების მიმართულებით და ნატოსა და ევროკავშირთან თანამშრომლობის ფარგლებში განხორციელებულ პროექტებზეც მიაწოდა ინფორმაცია.


იაკ ტარიენი საქართველოში სსიპ კიბერუსაფრთხოების ბიუროსა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ, ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის ფარგლებში გამართულ „ინტერმარიუმ კიბერუსაფრთხოების ფორუმი 2021“-ში მონაწილეობის მიზნით იმყოფება. ორდღიანი ფორუმის განმავლობაში ნატოსა და ალიანსის წევრი და პარტნიორი ქვეყნების წარმომადგენლები კიბერსაფრთხეებსა და კიბერუსაფრთხოების განმტკიცების საკითხებზე მსჯელობდნენ.