გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2021    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

კულტურის სამინისტრომ კონკურსის „სასცენო სამოსის (ფეხსაცმელი და აქსესუარები) ოსტატების ხელშეწყობა" გამარჯვებულები გამოავლინა

12-10-2021

საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრომ კონკურსის „სასცენო სამოსის (ფეხსაცმელი და აქსესუარები) ოსტატების ხელშეწყობა" გამარჯვებული პროექტები გამოავლინა. ესენია:


1. „სასცენო სამოსისთვის ქარგვის მიმართულების განვითარება", განმახორციელებელი - ფ.პ. ზურაბ შიოშვილი (საქარგავი, საკერავი ტექნიკისა და სხვა მასალების შეძენა სასცენო სამოსის სახელოსნოსთვის);

2. „თეატრალური კოსტუმისა და აქსესუარების პროფესიული სკოლის მოდერნიზაცია", განმახორციელებელი - ა(ა)იპ თეატრალური კოსტიუმებისა და აქსესუარების პროფესიული სკოლა (პროფესიული სკოლისთვის კვალიფიციური კადრების სასწავლო პროცესისათვის საჭირო კომპიუტერული ტექნიკის შეძენა);

3. „მოდური არტეფაქტები", განმახორციელებელი - ფ.პ. ნინო მრელაშვილი (ქართველ მეფეთა სამოსით ინსპირირებული სასცენო ფეხსაცმლის შესაქმნელად საჭირო სხვადასხვა მასალების შეძენა სახელოსნოსთვის);

4. „ღილკილო", განმახორციელებელი - ფ.პ. რუსუდან ფიფია (ტრადიციული ქართული სამოსის - ჩოხის აქსესუარის, ღილკილოს შესაქმნელად დაზგა-დანადგარის შეძენა სახელოსნოსთვის).


კონკურსის ჯამური ბიუჯეტი შეადგენდა 45 000 ლარს და მის ფარგლებში სამინისტროს 5-მა განმცხადებელმა მომართა.