გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მარტი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031

გენადი არველაძე: ბიზნეს ფორუმები ხელს შეუწყობს საქართველოს ეკონომიკის სხვადასხვა სექტორში უფრო მეტი ავსტრიული და ევროპული კომპანიის შემოსვლას

13-10-2021

„საქართველოს პრეზიდენტის ავსტრიის რესპუბლიკაში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, საქართველო - ავსტრიის ბიზნეს ფორუმი გაიმართა, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან წლების განმავლობაში ქართველ და ავსტრიელ ბიზნესმენებს შორის ასეთი მასშტაბური შეხვედრა არ გამართულა," - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძემ, რომელიც ავსტრიაში საქართველოს ოფიციალური დელეგაციის შემადგენლობაში იმყოფება.


მინისტრის მოადგილის განცხადებით, ბიზნეს ფორუმი იყო მრავალფეროვანი და წარმომადგენლობითი მასში მონაწილე ბიზნესების მხრივ. ისინი წარმოადგენდნენ ისეთ სექტორებს, როგორიცაა ენერგეტიკა, სოფლის მეურნეობა, მშენებლობა, განათლება და სხვ. ფორუმში 10-მდე ქართულმა კომპანიამ მიიღო მონაწილეობა.


ფორუმის ფარგლებში გაიმართა ორმხრივი შეხვედრები ქართულ და ავსტრიულ კომპანიებს შორის, რომლის დროსაც განხილული იყო სამომავლო თანამშრომლობის საკითხები.


გენადი არველაძის განცხადებით, დღეის მდგომარეობით, 190-ზე მეტი ავსტრიული კაპიტალით შექმნილი კომპანია ფუნქციონირებს საქართველოში. „მსგავსი ფორუმები ხელს შეუწყობს უფრო მეტი ავსტრიული და ევროპული კომპანიის შემოსვლას საქართველოში ეკონომიკის სხვადასხვა სექტორში, რაც გაზრდის უცხოური ინვესტიციების მოცულობას და შექმნის ახალ სამუშაო ადგილებს," - განაცხადა მინისტრის მოადგილემ.


ვიზიტის ფარგლებში, გენადი არველაძე, სსიპ „აწარმოე საქართველოში"-ს დირექტორთან მიხეილ ხიდურელთან ერთად, შეხვედრებს გამართავს ავსტრიული კომპანიების წარმომადგენლებთან, რომლებთანაც საქართველოში არსებული ხელსაყრელი ბიზნეს გარემოსა და საინვესტიციო შესაძლებლობებს განიხილავს.