გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

კაპრალმა მორის საბაშვილმა რეაბილიტაციის კურსი აშშ-ში გაიარა

13-10-2021

საქართველოს თავდაცვის ძალების დაჭრილ-დაშავებულმა სამხედრო მოსამსახურემ კაპრალმა მორის საბაშვილმა, ამერიკის შეერთებულ შტატებში ბრუკის სამხედრო სამედიცინო ცენტრში რეაბილიტაციის კურსი დაასრულა და სამშობლოში დაბრუნდა. მორის საბაშვილი აშშ-ში ერთი წლის განმავლობაში იმყოფებოდა, სადაც ზედა და ქვედა კიდურებზე ორი რთული ოპერაცია ჩაუტარდა, რის შემდეგაც მან გაიარა ოკუპაციური, აკვა და ფიზიკური თერაპიის სრული კურსი. ამერიკელმა ექიმებმა ამპუტირებულ სამხედრო მოსამსახურეს უახლესი ტექნოლოგიების პროტეზები დაუმზადეს.


კაპრალს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ოჯახის წევრები და თავდაცვის სამინისტროს სოციალურ საკითხთა და ფსიქოლოგიური მხარდაჭერის დეპარტამენტის უფროსი კარლო ლაბაძე დახვდნენ.


კაპრალი მორის საბაშვილი 2010 წლის აპრილში ავღანეთში, ჰელმანდის პროვინციაში თვითნაკეთ ნაღმზე აფეთქდა, რა დროსაც მან კიდურების დაზიანება მიიღო. მან ხანგრძლივი მკურნალობის კურსი გერმანიასა და ამერიკაში გაიარა. მას მონაწილეობა აქვს მიღებული რუსეთ-საქართველოს აგვისტოს ომსა და ერაყის მისიაში.