გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ოქტომბერი 2021    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031

ამირან სალუქვაძე: მხოლოდ ღირებულებებისგან დაცლილს შეიძლება მოსწონდეს ყოფილი უმაღლესი მთავარსარდლის მიერ საზღვრის უკანონოდ გადმოლახვა

13-10-2021

„ნისანის“ ყოფილი პრეზიდენტი კარლოს გონი იაპონიიდან(!) მუსიკალური ინსტრუმენტების ყუთში დამალული გაიპარა. მხოლოდ ერთუჯრედიან პრიმიტივს ჰგონია ასეთი ქმედება გმირობა და მხოლოდ ღირებულებებისგან დაცლილს შეიძლება მოსწონდეს ყოფილი უმაღლესი მთავარსარდლის მიერ საზღვრის უკანონოდ გადმოლახვა, - ამის შესახებ ანალიტიკოსი ამირან სალუქვაძე Facebook-ზე წერს.


„ფაქტია ის, რომ ჩაბარებას არ აპირებდა. ფაქტია ის, რომ დააკავეს და ზის. როგორ დააკავეს, როდის დააკავეს, სად ისეირნა, მხოლოდ ფან-კლუბისთვისაა მნიშვნელოვანი. ფაქტია ისიც, რომ პირდაპირ მაგიდასთან დაადგნენ თავზე ისე, რომ არც გაუგია.


ამ პრიმიტივით, რომლითაც, თქვენი ჭკუით, სახელმწიფო ინსტიტუტებს დასცინით, მხოლოდ საკუთარ თავს იმშვიდებთ და, მთავარი, ცდილობთ სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენები და დამატებით წარდგენილ ბრალეულობები გადაფაროთ.


ძველ დანაშაულებს რომ შევეშვათ, საზღვრის უკანონო კვეთა რომ ისჯება და პოლიტიკურში ვერ გავა, ხომ უნდა გესმოდეთ?! ამასთან, ძველ დანაშაულებს კიდევ ერთხელ რომ შევეშვათ, რომლებსაც უარყოფს, საზღვრის უკანონო კვეთასაც არ ინანიებს და პარტიული მედიის მეშვეობით, აქეთ იწვევს საზოგადოებას. მეტიც, ბუნტისკენ მოუწოდებს მომხრეებს.


ვინც ამ ყველაფერს ტაშს უკრავთ, ადრეც დავწერე, მორალურად ჩამდენებზე უარესები ხართ. ჰო, არ დაგავიწყდეთ, რომ მინიმუმ მუხტის ასაწევად და სიტუაციის ასარევად ჩამოვიდა“, - წერს სალუქვაძე.


საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი 1-ელ ოქტომბერს დააკავეს. პატიმრობაში მყოფმა სააკაშვილმა შიმშილობა გამოაცხადა, მხარდამჭერები კი ყოფილი პრეზიდენტის გათავისუფლებას ითხოვენ. იუსტიციის სამინისტრომ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის პერიოდული დაკვირვებისა და საჭიროების შემთხვევაში, შესაბამისი რეკომენდაციების წარდგენის მიზნით შესაბამის უწყებებს მიმართა.