გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ოქტომბერი 2025    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

ირაკლი ღარიბაშვილი: მერაბ კოსტავას ცხოვრება ყველა თაობისთვის დარჩება ზნეობრივ ორიენტირად, სამშობლოს სიყვარულისა და თავისუფლებისათვის ბრძოლის მისაბაძ მაგალითად

13-10-2021

მერაბ კოსტავას ცხოვრება ყველა თაობისთვის დარჩება ზნეობრივ ორიენტირად, სამშობლოს სიყვარულისა და თავისუფლებისათვის ბრძოლის მისაბაძ მაგალითად, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებაშია ნათქვამი.


მთავრობის მეთაური აღნიშნავს, რომ მერაბ კოსტავას სახელთან ასოცირდება ეროვნული მოძრაობა, საქართველოს თავისუფლების დიდი იდეა, რომელმაც ჩვენს ქვეყანას დამოუკიდებლობა მოუტანა.


"დღეს საქართველოს ეროვნული გმირის მერაბ კოსტავას გარდაცვალებიდან 32 წელი შესრულდა.
მის სახელთან ასოცირდება ეროვნული მოძრაობა, საქართველოს თავისუფლების დიდი იდეა, რომელმაც ჩვენს ქვეყანას დამოუკიდებლობა მოუტანა.
მერაბ კოსტავას ცხოვრება ყველა თაობისთვის დარჩება ზნეობრივ ორიენტირად, სამშობლოს სიყვარულისა და თავისუფლებისათვის ბრძოლის მისაბაძ მაგალითად", - ნათქვამია პრემიერ-მინისტრის განცხადებაში, რომელიც საქართველოს მთავრობის ოფიციალურ „ფეისბუქ" გვერდზე გამოქვეყნდა.