გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 

საქართველოს, სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ნატოს გენმდივნის ახლადდანიშნული სპეციალური წარმომადგენელი ეწვევა

18-10-2021

19 - 20 ოქტომბერს, რეგიონული ტურნეს ფარგლებში,საქართველოს სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ნატოს გენერალური მდივნის ახლადდანიშნული სპეციალური წარმომადგენელი, ხავიერ კოლომინა ეწვევა.

საქართველოში ვიზიტის ფარგლებში, 19 ოქტომბერს, ხავიერ კოლომინა საგარეო უწყებაში შეხვედრას გამართავს საქართველოს ვიცე-პრემიერთან, საგარეო საქმეთა მინისტრთან დავით ზალკალიანთან.

ამასთან, ნატოს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი საოკუპაციო ხაზს ეწვევა და ადგილზე გაეცნობა არსებულ ვითარებას.

ხავიერ კოლომინა, საქართველოში ვიზიტის ფარგლებში, შეხვედრებს ასევე გამართავს საქართველოს პრეზიდენტთან, სალომე ზურაბიშვილთან, პრემიერ-მინისტრთან ირაკლი ღარიბაშვილთან, პარლამენტის თავმჯდომარესთან კახა კუჭავასთან, თავდაცვის მინისტრთან, ჯუანშერ ბურჭულაძესთან და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან.