გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    სექტემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

კობახიძე ოპოზიციაზე: ჩრდილში გადასვლა მოუწევთ და არა – ჩრდილოვან კაბინეტებში

19-10-2021

“რევკომის კიდევ ერთი გამოხატულება. არავითარი ჩრდილოვანი კაბინეტი არ იქნება’, – ასე უპასუხა “ქართული ოცნების” თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძეს ჟურნალისტების შეკითხვას “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის, ნიკა მელიას მიერ დაანონსებულ ჩრდილოვან კაბინეტთან დაკავშირებით.


“რევკომის კიდევ ერთი გამოხატულება. არავითარი ჩრდილოვანი კაბინეტი არ იქნება. ჩვენ პირველი ტური დამაჯერებლად მოვიგეთ, მათივე ე.წ. რეფერენდუმი და, ასევე, ჩვენ მოვიგებთ მეორე ტურებს როგორც თბილისში, ასევე, რეგიონებში. აქედან გამომდინარე, მათ ჩრდილში გადასვლა მოუწევთ და არა – ჩრდილოვან კაბინეტებში”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.