გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ოქტომბერი 2025    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

ბოლნისის მუნიციპალიტეტში ვაქცინაციის მარათონი დაიწყო

20-10-2021

ვაქცინაციაზე მაქსიმალური ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის მიზნით, ბოლნისის მუნიციპალიტეტში მასობრივი ვაქცინაცია დაბა კაზრეთსა და სოფელ რაჭისუბანში მიმდინარეობს.


მოსახლეობის ვაქცინაციის პროცესში ადგილობრივ მედიკოსებთან ერთად, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის სპეციალისტებიც არიან ჩართულნი. მოქალაქეებს „ფაიზერის“, „სინოფარმისა“ და „სინოვაკის“ ვაქცინების მიღების შესაძლებლობა აქვთ.


სოფელ რაჭისუბანში, მარათონის მიმდინარეობის პროცესს, ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე ვალენტინა ნავერიანი გაეცნო.


აღსანიშნავია, რომ მარათონის დაწყებამდე, ადგილობრივი ხელისუფლებისა და ბოლნისის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დახმარებით, დაბა კაზრეთსა და სოფელ რაჭისუბანში წინამოსამზადებელი სამუშაოები ჩატარდა.