გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივნისი 2025    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30 

აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ ერთობლივი საგრანტო საპილოტე პროექტი "დაიცავი საკუთარი თავი და დაეხმარე სხვებს" (KEAT) დაიწყო

20-10-2021

აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს "თანამშრომობა განვითარებისთვის" ფარგლებში
ერთობლივი საგრანტო საპილოტე პროექტი "დაიცავი საკუთარი თავი და დაეხმარე სხვებს" (KEAT) დაიწყო.


აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მაია ხაჯიშვილმა სამინისტროში პროექტის განმახორციელებელ მხარეებთან
შეხვედრა გამართა.


პროექტი ესტონეთის წითელი ჯვრის, პოლიციის დეპარტამენტისა და სამაშველო საბჭოს ხელშეწყობით ხორციელდება.


პროექტის მიზანია ბავშვთა უსაფრთხოების საგანამანათლებლო სისტემის განვითარების მიმართულებით, ესტონეთის გამოცდილების გაზიარება.


ესტონეთის დელეგაციამ პირველი ვიზიტის ფარგლებში პარტნიორ ორგანიზაციებს ესტონეთში დანერგილი პროექტი წარუდგინა, ასევე ესტონეთის წითელმა ჯვარმა, პოლიციის დეპარტამენტმა და სამაშველო საბჭომ ქობულეთის საჯარო სკოლებში პირველადი გადაუდებელი დახმარების, კიბერბულინგისა და სახანძრო/წყლის უსაფრთხოების თემატიკაზე სიმულაციური გაკვეთილები ჩაატარეს.


პროექტის პარტნიორები არიან საქართველოს წითელი ჯვარი, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური, აჭარის პოლიციის დეპარტამენტი.