« ივლისი 2025 » | ||||||
---|---|---|---|---|---|---|
ო | ს | ო | ხ | პ | შ | კ |
1 | 2 | 3 | 4 | 5 | 6 | |
7 | 8 | 9 | 10 | 11 | 12 | 13 |
14 | 15 | 16 | 17 | 18 | 19 | 20 |
21 | 22 | 23 | 24 | 25 | 26 | 27 |
28 | 29 | 30 | 31 |
21-10-2021
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე,აფხაზეთის ფინანსთა და დარგობრივი ეკონომიკის მინისტრ ლევან თევზაიასთან ერთად, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფლებში - ფოცხოეწერში, ფახულანსა და ლიაში აფხაზეთიდან დევნილ მეწარმეებს შეხვდა, რომლებსაც აფხაზეთის ფინანსთა და დარგობრივი ეკონომიკის სამინისტროსა და „USAID ZRDA“-ს ურთიერთთანამშრომლობის ფარგლებში,240 მ2 სასათბურე კონსტრუქციები გადაეცათ.
შეხვედრაზე მთავრობის წევრებმა დევნილი მეწარმეების ხედვები მოისმინეს, სასათბურე მეურნეობა დაათვალიერეს და მისი შემდგომი განვითარების გეგმებზე ისაუბრეს.პროექტის ბენეფიციარები „USAID“-ის მიერ გამოცხადებული კონკურსის საფუძველზე შეირჩნენ.სასათბურე მეურნეობაში აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული პირები დასაქმდებიან.