გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

ირაკლი ღარიბაშვილი: ევროპარლამენტში 700 დეპუტატია და ჩვენ ვერც ფოტიგას ჭკუით ვივლით და ვერც კუბილიუსის, ყველამ მიხედოს თავის ქვეყანას, ამ ქვეყანაში კანონის და მართლმსაჯულების აღსრულებას წინ ვერავინ აღუდგება

21-10-2021

მე გუშინ ვთქვი, არც ფოტიგა, არც კუბილიუსი ჩემთვის და ჩვენი ქვეყნისთვის არაფერს წარმოადგენენ, ევროპარლამენტში არის 700 დეპუტატი და ჩვენ ვერც ფოტიგას ჭკუით ვივლით და ვერც კუბილიუსის, მე ერთი მინდა ვუთხრა, ყველამ მიხედოს თავის ქვეყანას, ამ ქვეყანაში კანონის და მართლმსაჯულების აღსრულებას წინ ვერავინ აღუდგება, ეს ყველამ გაითვალისწინოს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს რუსთავში განუცხადა.


მთავრობის მეთაურის შეფასებით, ეს არის ჩვეულებრივი მანიპულაციები, რომ არჩევნებამდე შეიქმნას განცდა, თითქოს რაღაც ზედმეტი ყურადღება არის ევროპარლამენტიდან.


„მე მინდა ასევე შევახსენო მათ შორის თქვენს მიერ ჩამოთვლილ რამდენიმე ევროპარლამენტარს, რომლებიც კარგად ვიცით, რომ პირადი ნაცნობობა და მეგობრობა აქვთ სააკაშვილთან. აღარ მინდა გავაგრძელო, ერთ-ერთი, ვინც აქტიურობს, ბატონი გლუკსმანი იყო ეკა ზღულაძის მეუღლე, ვანო მერაბიშვილის მოადგილის მეუღლე, სააკაშვილის მრჩეველი იყო და ჩართლი იყო მთელი ამ დიქტატორული რეჟიმის მშენებლობაში. დღეს ეს ადამიანი, რომელიც აქ იყო მთელი ის პერიოდი, როცა ქვეყანაში ტერორი მძვინვარებდა, ძალადობა და უბედურება, წამება ციხეებში, ადამიანების გაუპატიურება, ხოცვა, ეს ადამიანი დღეს ჩვენ ჭკუას გვასწავლის და რა კომენტარს მთხოვთ, ვერ გავიგე. ვინ არის საერთოდ ფოტიგა, რატომ ბედავენ ამდენს? მინდა, ერთი რამ გითხრათ, ეს არის ჩვეულებრივი მანიპულაციები, რომ არჩევნებამდე შექმნან განცდა, თითქოს რაღაც ზედმეტი ყურადღება არის ევროპარლამენტიდან თუ ა.შ. სააკაშვილს დღეს პროკურატურამ ახალი ბრალი წაუყენა. კაცი, რომელიც დღეს გამოდიოდა, თითქოს ჩამოვიდა შეწირული, თითქოს, თავისი ჭკუით და გადმოცემით თავდადების მაგალითი დააფიქსირა, შემოვიდა მალულად, ქურდულად შემოიპარა, კონტრაბანდის გზით. ჩვენ კონტრაბანდას ვებრძვით და ამ დროს კაცი, რომელიც იყო ქვეყნის პრეზიდენტი, შემოვიდა ასე მალულად. ამაზე მეტად სამარცხვინო საქციელი რა შეიძლება ჩაიდინოს კაცმა, რომელიც ქვეყნის პრეზიდენტი იყო 9 წელი? ეს ერთი და მეორე ის, რომ ეს არის ღიად დეკლარირებული ახალი კანონდარღვევა, საზღვრის უკანონო კვეთა, რაზეც, მოგეხსენებათ, პროკურატურამ ახალი ბრალი წაუყენა. ეს, რა თქმა უნდა, პროკურატურის პრეროგატივაა, მაგრამ მე მაგალითისთვის შევახსენებ, მათ შორის თქვენს რამდენიმე ევროპარლამენტარს", - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.