გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2025    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 

ირაკლი ღარიბაშვილი და ირაკლი კობახიძე ზუგდიდში, მერობის კანდიდატს, შტაბის ხელმძღვანელს და მხარდამჭერებს შეხვდნენ

21-10-2021

საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილი და „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ზუგდიდში, მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატს მამუკა წოწერიას, შტაბის ხელმძღვანელს და მხარდამჭერებს შეხვდნენ.


შეხვედრას ესწრებოდნენ ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატი ირაკლი ჩიქოვანი, უმრავლესობის წევრი სოზარ სუბარი, მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი ლერი ბარნაბიშვილი და სახელმწიფო რწმუნებული სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში გიორგი გუგუჩია.


ზუგდიდის გარდა, პრემიერ-მინისტრი და მმართველი პარტიის თავმჯდომარე დღეს მარტვილის, ჩხოროწყუსა და წალენჯიხის მუნიციპალიტეტების მერობის კანდიდატებს, შტაბების ხელმძღვანელებს და მხარდამჭერებს შეხვდნენ. შეხვედრები გაიმართა იმ მუნიციპალიტეტებში, სადაც 30 ოქტომბერს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტური ჩატარდება.


22 ოქტომბერს შეხვედრები გაიმართება ხობში, სენაკსა და ფოთში.