გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მარტი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031

ირაკლი ღარიბაშვილი: ვანო მერაბიშვილის მოადგილე ეკა ზღულაძის მეუღლე, ბატონი გლუკსმანი გამოდის ყოველდღე რჩევებით, ჭკუას გვარიგებს... ვეკითხები ხალხს, უნდა მაინტერესებდეს ამ ადამიანების რჩევა?

21-10-2021

ერთ-ერთი ევროპარლამენტარი, რომელიც არის სააკაშვილის პირადი მეგობარი და ვანო მერაბიშვილის, ამ მჩაგვრელი ადამიანის დროს, მისი მოადგილე იყო ქალბატონი ეკა ზღულაძე და ზღულაძის მეუღლე, ბატონი გლუკსმანი გამოდის ყოველდღე ბრძნული რჩევებით, ჭკუას გვარიგებს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს ზუგდიდში, ამ თემაზე დასმული კითხვის საპასუხოდ განუცხადა.


მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ ამ ადამიანების არც რჩევა, არც მოწოდება საინტერესო არ არის.


„ჩემი პოზიცია იყო, რომ რა თქმა უნდა, არ მაინტერესებს ამ ადამიანების არც რჩევა, არც მოწოდება. მე ვეკითხები ხალხს, უნდა მაინტერესებდეს ამ ადამიანების რჩევა? მათ მიეხედათ სააკაშვილისთვის, როცა გამოზარდეს ეს დიქტატორი, მკვლელი, რომელიც გამოზარდეს და რომელმაც დაანგრია ჩვენი ქვეყანა, სააკაშვილმა, მელიამ და ყველამ, ამ ბანდამ, რომელიც აქ თარეშობდა სხვათა შორის. ერთი რამ მინდა, ვიცოდეთ. არც სააკაშვილის, არც ახალაიების, არც კოდუების, არც ქარდავების დრო ამ ქალაქში არ დაბრუნდება და ამ ქვეყანაში არ დაბრუნდება ეს მწამებელი კასტა", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.