გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ოქტომბერი 2025    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

ბორჯომში ხე-ტყის უკანონოდ მოპოვებისა და ტრანსპორტირების ფაქტი გამოავლინეს

25-04-2018

ეროვნული სატყეოს სააგენტოს, სამცხე-ჯავახეთის სატყეოს სამსახურის თანამშრომლებმა, ბორჯომში, სახელმწიფო ტყის ფონდი ტერიტორიიდან ხე-ტყის უკანონოდ მოპოვებისა და ტრანსპორტირების ფაქტი გამოავლინეს.

სამართალდამრღვევმა პირველი ხარისხის  სამასალე მერქანით დატვირთული ავტომანქანა,  სატყეო სამსახურის თანამშრომლების პატრულირებისას დატოვა და მიიმალა.   ბორჯომის პოლიციის   თანამშრომლებმა მოახდინეს ავტომობილისა და მძღოლის იდენტიფიცირება. უკანონოდ მოპოვებული 5 კუბურ მეტრამდე სამასალე მერქანი და ავტომობილი დაილუქა. მიმდინარეობს გარემოზე მიყენებული ზიანის დაანგარიშება. მასალები შემდგომი რეაგირებისთვის გადაეგზავნება რაიონულ სასამართლოს.