გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2024    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

ირაკლი ღარიბაშვილი: ჩვენი ქვეყანა და მთავრობა მოხვდა ევროპის 20-ეულში; ყველა სპეკულაცია, დეზინფორმაცია და პროპაგანდა, რაც მომდინარეობს ნაცმოძრაობისგან, არის გაქარწყლებული

22-10-2021

ჩვენი ქვეყანა და მთავრობა მოხვდა ევროპის 20-ეულში, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს სენაკში განუცხადა.


მთავრობის მეთაურის თქმით, ყველა ის სპეკულაცია და ყალბი დეზინფორმაცია, პროპაგანდა, რაც მომდინარეობს „ნაციონალური მოძრაობისგან", არის გაქარწყლებული, თუნდაც ამ ძალიან ავტორიტეტული ორგანიზაციის მიერ გამოქვეყნებული კვლევებით და ანგარიშით.


„ეს არის რეკორდული მაჩვენებელი მთავრობის ეფექტიანობის კუთხით და სხვა უამრავი პარამეტრია ჩამოთვლილი, ამ ინდიკატორებით ნაჩვენები არის ჩვენი ხელისუფლება და ზოგადად, ჩვენი ქვეყნის ეფექტურობა. საბოლოო ჯამში, მე ვიქნები ბედნიერი და მოხარული, როდესაც ეს ყველაფერი კონვერტირდება და გარდაიქმნება რეალურ შედეგებად, რაც მოსახლეობის კეთილდღეობაზე აისახება. ჩვენ ამ მიმართულებით ყველაფერს გავაკეთებთ", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.