გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

კახა კუჭავა საბერძნეთის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა

22-10-2021

"ჩვენთვის მნიშვნელოვანია მხარდაჭერა, რომელსაც ვიღებთ საბერძნეთისგან იმ გზაზე, რომელიც არის ჩვენი ქვეყნისთვის ისტორიული არჩევანი. ნამდვილად გვჭირდება პარტნიორების მხარდაჭერა საქართველოს ევროკავშირში წევრობასთან დაკავშირებით",- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ საბერძნეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.


როგორც კახა კუჭავამ განაცხადა, ნიკოს დენდიასთან გამართულ შეხვედრაზე ყურადღება საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციასა და ამ პროცესში, მეგობარი ქვეყნების მხარდაჭერის მნიშვნელობაზე გამახვილდა. მისივე თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრმა დაუდასტურა, რომ საბერძნეთი საქართველოს დასავლური მისწრაფებების მტკიცე მხარდამჭერია. პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ საუბარი შეეხო საბერძნეთში მცხოვრებ ქართულ დიასპორას და ჩვენი თანამემამულეების წინაშე არსებულ გამოწვევებს.


„ვისაუბრეთ მის მომავალ ვიზიტზე, რომელიც ნოემბერში გაიმართება საქართველოში და იმ საერთო გეგმებზე, რომლითაც ჩვენი ორი ქვეყანა სტრატეგიულად გააგრძელებს მუშაობას. დიდი ქართული დიასპორა საბერძნეთში ცხოვრობს და ამ საკითხებსაც შევეხეთ, სხვადასხვა გამოწვევებს, რომლის წინაშეც ამ კუთხით ვდგავართ. საბერძნეთის მხრიდან გვაქვს სრული მხარდაჭერა, დანარჩენ დეტალებზე, მისი საქართველოში ვიზიტისას იქნება საუბარი. პოლიტიკურ ნაწილში მნიშვნელოვანი იყო, კიდევ ერთხელ მოგვესმინა ის დიდი მხარდაჭერა, რომელიც ჩვენ გვაქვს საბერძნეთის მხრიდან",- განაცხადა შეხვედრის დასრულების შემდეგ კახა კუჭავამ.