გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ოქტომბერი 2025    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

ბათუმში კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მქონე სახლების რეაბილიტაციისთვის 10 მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯება

22-10-2021

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ დღეს გამართული სამუშაო შეხვედრის შემდეგ მედიასთან განცხადებები გააკეთა და ბათუმში ავარიული სახლების პრობლემის მოსაგვარებლად ახალი პროგრამა დააანონსა. თავმჯდომარემ ასევე ისაუბრა კულტურული მემკვიდრეობის სტატუსი მქონე სახლებთან დაკავშირებულ გეგმებზე.


„გარდა ავარიული სახლებისა ქალაქში გვაქვს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მქონე სახლები. შესაბამისად, 2 წლის განმავლობაში ვაპირებთ დავხარჯოთ 10 მლნ ლარზე მეტი ამ სახლების რეაბილიტაციისთვის და იქ მაცხოვრებელი ოჯახები გააგრძელებენ ცხოვრებას რეაბილიტირებულ სახლებში" - აღნიშნა თორნიკე რიჟვაძემ.