გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივნისი 2025    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30 

კასპში გამწვანების აქცია გაიმართა

22-10-2021

კასპის მუნიციპალიტეტის მერი ვახტანგ მაისურაძე ბუნების მკვლევართა კავშირ „ორქისი“ს მენეჯერს მარიამ ქიმერიძეს შეხვდა.


შეხვედრაზე იმსჯელეს სამომავლო თანამშრომლობაზე, რომელიც დღეს ხელმოწერილი მემორანდუმით კვლავ გაგრძელდება.


„ორქისი“და კასპის მუნიციპალიტეტის მერია წლებია თანამშრომლობს და მუნიციპალიტეტს მარადმწვანე და ფოთლოვან ნერგებს გადასცემს. ნერგების შეძენას ფინანსურად შვედეთის მთავრობა უზრუნველყოფს. სამომავლო შეხვედრის შემდეგ ორქისელები #4 საბავშვო ბაღს ეწვივნენ, სადაც კავკასიური ფიჭვის, კაკლის და ნუშის ნერგები ბაღის ეზოში თანამშრომლებთან და პატარებთან ერთად დარგეს.


ამჯერად „ორქისელებმა“ კასპელებს კავკასიური ფიჭვის, ნუშის, და კაკლის ნერგები ჩამოუტანეს, რომლებიც მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღებსა და სკვერებში დაირგა.


კასპის მუნიციპალიტეტის მერმა ვახტანგ მაისურაძემ ბუნების მკვლევართა კავშირ „ორქისი“ სწარმომადგენლებს მადლობა გადაუხადა თანამშრომლობისათვის.