გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივნისი 2025    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30 

ხაშურის სოფელ ქინძათში ახალი საჯარო სკოლის მშენებლობა დაიწყო

22-10-2021

ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ქინძათში ახალი საჯარო სკოლა შენდება. პროექტი მუნიციპალური განვითარების ფონდის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება, რაზეც 2 მილიონზე მეტი ლარია გათვალისწინებული.


სკოლის სამშენებლო სამუშაოებს შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე სიმონ გულედანი ხაშურის მუნციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელთან ზვიად ქურდაძესთან ერთად გაეცნო. ამ ეტაპზე მიმდინარეობს შენობის საძირკველის მოწყობა, ჯამში 6 250 კვადრატულ მეტრზე, პროექტის ფარგლებში, აშენდება თანამედროვე ტიპის სკოლა და სპორტული მოედანი. მშენებლობა 2022 წლისთვის დასრულდება.


ქინძათის საჯარო სკოლაში 100-მდე მოსწავლე სწავლობს და 22 პედაგოგია დასაქმებული. ახალი სკოლა სამ სოფლელს მოემსახურება.