გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

ირაკლი ღარიბაშვილი: ქუთაისში დადიან ხატია დეკანოიძის წარმომადგენლები და მოსახლეობას არწმუნებენ, რომ ერთ კვირაში გამოუშვებენ სააკაშვილს; ეს დამნაშავე კაცი ვადაზე ადრე ვერ გამოვა, ისევე, როგორც გამორიცხულია მისი გადაცემა უკრაინისთვის

23-10-2021

ქუთაისში ჩვენი გუნდის კანდიდატის, იოსებ ხახალეიშვილის ოპონენტი არის ხატია დეკანოიძე, ქალბატონი, რომელსაც წარმოდგენა არ აქვს საერთოდ, რა ხდება ქუთაისში, გავლით არის ნამყოფი ქუთაისში და არავითარი კავშირი, ბმა, ქუთაისთან და ქუთაისელებთან არ გააჩნია, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს ქუთაისში განუცხადა.


მთავრობის მეთაურის თქმით, მის მიერ მიღებული შედეგი სააკაშვილის „დროებითი ეფექტი" იყო.


„გასაგებია, რა შედეგიც მიიღო, ეს იყო სააკაშვილის დროებითი ეფექტი, თუმცა, ვნახეთ როგორ დასრულდა გენიალურად დაგეგმილი სააკაშვილის ავანტიურა. ციხეში ამოყო თავი და დიდხანს იქნება პატიმარი სააკაშვილი ციხეში და არავინ არის მისი გამომშვები ციხიდან. ვიცი, რომ ქუთაისში დადიან ხატია დეკანოიძის წარმომადგენლები, აბნევენ მოსახლეობას და არწმუნებენ, რომ ერთ კვირაში, გამოუშვებდნენ, ახლა გადაწიეს, ამბობენ ერთ წელს, ორ წელს. მინდა, მივმართო ყველას, რაც დროზე გააცნობიერებენ, რომ მათი ბელადი დიდხანს იქნება ციხეში და დროზე იპოვნიან სხვა საქმეს და სხვა საქმიანობას დაიწყებენ, მით უკეთესი მათთვის, იმიტომ, რომ ჩვენ არ ვაპირებთ, მსგავსი პრეცედენტი დავუშვათ და ეს დამნაშავე კაცი ვადაზე ადრე გამოვიდეს ციხიდან. ეს გამორიცხულია, ისევე, როგორც გამორიცხულია მისი გადაცემა უკრაინისთვის. ეს მეორე საკითხია, რომელსაც ავრცელებენ ჩვენს მოსახლეობაში. ორივე საკითხი ამოწურული და დახურულია და ამ მიმართულებით არაფერი შეიცვლება", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.