გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 

გარდაბნის სკოლაში ბულინგის ფაქტს განათლების მინისტრი ეხმიანება

25-04-2018

გარდაბნის საჯარო სკოლაში ბულინგის ფაქტზე  განათლების მინისტრი კომენტარს აკეთებს.  მიხეილ ჩხენკელის განცხადებით,  განათლების სამინისტრო ფაქტზე მოკვლევას აწარმოებს, შინაგან საქმეთა სამინისტრო კი გამოძიებას.

„ამ საკითხს რეაგირება აუცილებლად ექნება გამოძიების დასრულებისთანავე. ჩვენ საუბარი გვაქვს სკოლის დირექციასთან, ასევე რესურს ცენტრთან, როდესაც მოკვლევა და გამოძიება დასრულდება რეაგირება კანონის ფარგლებში იქნება,"- განაცხადა მიხეილ ჩხენკელმა.

შეგახსენებთ, მოსწავლეთა მშობლები სკოლიდან იმ ბავშვების გარიცხვას მოითხოვენ, რომლებმაც მოსწავლეზე იძალადეს და ვიდეო სოციალურ ქსელში გაავრცელეს. 

გავრცელებულ ვიდეოჩანაწერს, რომელშიც არასრულწლოვნის მიმართ ძალადობის ფაქტი იკვეთება,  პერსონალურ მონაცემთა ინსპექტორი და სახალხო დამცველიც გამოეხმაურნენ.

შსს-ს ინფორმაციით კი, ბავშვზე ძალადობის ამსახველ ვიდეოში ყველა პირი იდენტიფიცირებულია.

imedinews.ge