გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2025    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 

რატი ბრეგაძე: „ნინო ლომჯარიას დასკვნაში ფაქტობრივი შეცდომაა – №18 სამკურნალო დაწესებულებაში ექიმი-რეანიმატოლოგი არის

25-10-2021

იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე აცხადებს, რომ სახალხო დამცველის დასკვნაში ფაქტობრივი შეცდომაა, რადგან №18 სამკურნალო დაწესებულებაში ექიმი-რეანიმატოლოგი ამ ეტაპზე არის.


„რაც შეეხება ქალბატონი ნინო ლომჯარიას დასკვნას, მასში ერთი სხვა ფაქტობრივი შეცდომაც იყო – ექიმი-რეანიმატოლოგი ამ ეტაპზე არის სპეციალური პენიტენციური სამსახურის №18 სამედიცინო დაწესებულებაში", – განაცხადა იუსტიციის მინისტრმა.


მანვე აღნიშნა, რომ სახალხო დამცველი პირადად მისი ინიციატივით იქნა მოწვეული სამუშაო ჯგუფში. რატი ბრეგაძემ ჯგუფის თითოეულ წევრს თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა.


„ჩვენ გვაქვს ძალიან აქტიური თანამშრომლობა ქალბატონ ნინო ლომჯარიასთან. იგი პირადად ჩემი ინიციატივით იქნა მოწვეული ამ სამუშაო ჯგუფში და მინდა, მადლობა მოვახსენო ამ ჯგუფის ყველა წევრს, ვინც აქტიურად არის ჩართული პატიმარ მიხეილ სააკაშვილის უფლებრივი მდგომარეობის საკითხებში", – განაცხადა იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ.