გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

იუსტიციის მინისტრი: კონსილიუმის დასკვნაში საუბარია მრავალპროფილურ კლინიკაზე, მრავალპროფილური კლინიკა არ გულისხმობს ავტომატურად სამოქალაქო კლინიკას

25-10-2021

იუსტიციის მინისტრის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებულ კონსილიუმის ბოლო დასკვნაში, რომელიც სარეკომენდაციო ხასიათისაა, საუბარია მსჯავრდებულ სააკაშვილის ჰოსპიტალიზაციაზე მულტიპროფილურ კლინიკაში, რაც არ ნიშნავს სამოქალაქო კლინიკას.


„ბოლო დასკვნა, რომელიც დადო კონსილიუმმა, არის სარეკომენდაციო ხასიათის და მასში ნათქვამია, რომ თუკი საჭირო იქნება ჰოსპიტალიზაცია, ის უნდა განხორციელდეს მულტიპროფილურ კლინიკაში. აქ არ ყოფილა საუბარი სამოქალაქო კლინიკაზე, რაშიც გვადანაშაულებენ ზოგიერთი ტელევიზიის წარმომადგენლები და ოპონენტები... მრავალპროფილური კლინიკა არ გულისხმობს ავტომატურად სამოქალაქო კლინიკას... ექიმებთან შეხვედრაზე არ ყოფილა საუბარი რომელიმე კონკრეტულ კლინიკაზე, მათ შორის, სამოქალაქოზე", – განაცხადა რატი ბრეგაძემ.


იუსტიციის მინისტრის თქმით, არავითარი წინააღმდეგობა სამინისტროს განცხადებებსა და მედიკოსების კონსილიუმის რეკომენდაციებს შორის არ არსებობს და ყველა მსგავსი განცხადება სპეკულაციაა. რაც შეეხება №18 სამედიცინო დაწესებულებას, ის მზად არის პაციენტის მისაღებად და, სპეციალისტების შეფასებით, სრულად აკმაყოფილებს საჭირო სტანდარტებს. შესაბამისად, საჭირობის შემთხვევაში მიხეილ სააკაშვილის გადაყვანა ამ დაწესებულებაში მოხდება. იუსტიციის მინისტრმა კონსილიუმის პირველ რეკომენდაციაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ის სრულადაა შესრულებული.


„რეკომენდაციები, რომლებიც მათ გასცეს პირველად, არის შესრულებული", – განაცხადა რატი ბრეგაძემ და დასძინა, რომ, რამდენადაც რეკომენდაცია ეხება მედიკამენტურ მკურნალობას, ამ დეტალებზე არ ისაუბრებს. მინისტრმა კიდევ ერთელ გადაუხადა მადლობა მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის დაცვის პროცესში ჩართულ მედიკოსებს.