გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

ირაკლი ღარიბაშვილი: წააგეს არჩევნები, მათი მთავარი ლიდერი ციხეშია და კიდევ დიდხანს იქნება ციხეში, ამის მიუხედავად, აცხადებენ, რომ მოიგეს არჩევნები, წარმოგიდგენიათ, როგორი ანეკდოტია?

25-10-2021

ჩვენ კიდევ ერთხელ უნდა შევახსენოთ მოსახლეობას, „ნაციონალურ მოძრაობას" არავითარი დღის წესრიგი არ აქვს, ძალა, რომელიც გამოირჩეოდა მხოლოდ და მხოლოდ ცრუ დაპირებებით, ათასი სისასტიკით, დანაშაულებით და კრიმინალით, ცრუ დაპირებასაც კი ვეღარ ბედავს, რადგან იციან, რომ მათ სიტყვას არავითარი ფასი აღარ აქვს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს ხაშურში განუცხადა.


მთავრობის მეთაურის შეფასებით, შესაბამისად, მათი მთავარი ამოცანაა, როგორმე გარკვეული ქაოსის და დესტაბილიზაციის შემოტანა ქვეყანაში.


„წარმოიდგინეთ, როგორ აბსურდულ მდგომარეობაში არიან - წააგეს არჩევნები, მათი მთავარი ლიდერი არის ციხეში და დიდხანს იქნება ციხეში სააკაშვილი. ამის მიუხედავად, აცხადებენ, რომ მოიგეს არჩევნები. წარმოგიდგენიათ, საერთოდ როგორი ანეკდოტია? მთავარი კრიმინალი გვიზის ციხეში - ბატონი სააკაშვილი," - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.


მთავრობის მეთაურის თქმით, საარჩევნო პერიოდში, პოლიტიკური ძალები ყველა ქვეყანაში და ეს დამკვიდრებული და ყველასთვის მიღებული პრაქტიკაა, როგორც მმართველი ძალა, ისე ოპოზიციური პარტიები, იკრიბებიან და აქციებს მართავენ.

„ეს აბსოლუტურად ევროპული პრაქტიკაა", - აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.