გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 

ესტონეთის თავდაცვის მინისტრმა გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკო

26-10-2021

საქართველოში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში ესტონეთის თავდაცვის მინისტრმა კალე ლაანეტმა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლაში დაღუპული გმირების ხსოვნას წუთიერი დუმილით პატივი მიაგო და გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკო.


ესტონეთის თავდაცვის მინისტრი გმირთა მოედანზე დელეგაციის წევრებთან და საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილესთან - გენერალური შტაბის უფროსთან, ბრიგადის გენერალ ჯონი ტატუნაშვილთან ერთად იმყოფებოდა.


ესტონელ კოლეგას თავდაცვის სამინისტროში საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ უმასპინძლა. ოფიციალური დახვედრის ცერემონიალის შემდეგ მხარეებს შორის ორმხრივი შეხვედრა გაიმართა.


ორდღიანი ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია შეხვედრები საქართველოს ეროვნულ გვარდიაში, კიბერუსაფრთხოების ბიუროსა და ნატო-საქართველოს წვრთნისა და შეფასების ერთობლივ ცენტრში.