გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 

აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველ მოადგილედ გელა სამხარაული აირჩიეს

26-10-2021

აგრარულ საკითხთა კომიტეტის დღევანდელ სხდომაზე კომიტეტის თავმჯდომარის პირველ მოადგილედ გელა სამხარაული ერთხმად აირჩიეს.

გელა სამხარაულის კანდიდატურა კოლეგებს აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ნინო წილოსანმა შესთავაზა.


„გელა სამხარაული მერვე მოწვევის პარლამენტში აგრარულ საკითხთა კომიტეტს ხელმძღვანელობდა, მეცხრე მოწვევის პარლამენტში კი კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე იყო. ვფიქრობ, რომ იმ საჭიროებიდან გამომდინარე, რომელიც დადგა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის ვაკანსიასთან დაკავშირებით, ჩემი შემოთავაზება კანდიდატურასთან დაკავშირებით დასაბუთებულია", - განაცხადა ნინო წილოსანმა კანდიდატურის წარდგენასთან დაკავშირებით.


კომიტეტმა ამავე სხდომაზე ცვლილებები შეიტანა აგრარულ საკითხთა კომიტეტთან არსებული მეჩაიეობის დარგის პრობლემების შემსწავლელი სამუშაო ჯგუფის შემადგენლობაში. პარლამენტის წევრის, ალექსანდრე მოწერელიას ნაცვლად, აღნიშნულ ჯგუფს კომიტეტის წევრი ხატია წილოსანი უხელმძღვანელებს.