გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

პარლამენტში ღვინის ეროვნული სააგენტოს ანგარიში მოისმინეს

26-10-2021

აგრარულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე საჯარო სამართლის იურიდიული პირის ღვინის ეროვნული სააგენტოს მიერ გაწეული საქმიანობის ანგარიში მოისმინა მიმდინარე წლის რთველთან დაკავშირებით.


მომხსენებელმა, ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ ლევან მეხუზლამ ძირითადი ყურადღება სააგენტოს მიერ განხორციელებულ იმ პროგრამებზე გაამახვილა, რომლებიც მევენახეობის განვითარებას და რთველის ხელშეწყობის ღონისძიებებს ეხება.


„სააგენტო მევენახეობის განვითარების პროგრამის ფარგლებში ვენახების კადასტრზე მუშაობს და წელსაც რთველს წინ უძღოდა ეს საქმიანობა - საველე სამუშაოები ჩატარდა ყვარლის თელავის გურჯაანის, სიღნაღისა და ახმეტის მევენახეობის ზონებში, ასევე კახეთის სხვა რაიონებში. მნიშვნელოვანია, რომ რთველი მთლიანად კახეთის და რაჭა-ლეჩხუმის მასშტაბით სწორედ ვენახების კადასტრის ამონაწერების საფუძველზე ჩატარდა", - განაცხადა ლევან მეხუზლამ. მისი თქმით, საკადასტრო მონაცემების დაზუსტება ახლაც მიმდინარეობს.


ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის განცხადებით, ყველაფერი გააკეთეს იმისათვის, რომ აქცენტი გაკეთებულიყო ყურძნის ხარისხზე, რომელიც შემდგომში ხარისხიანი ღვინის წარმოებას უზრუნველყოფს.


„ქვეყნის მასშტაბით ყურძნის გადამუშავების პროცესში მონაწილეობა მიიღო 245 კომპანიამ, რომელთა მიერ გადამუშავებულ იქნა 235 ათასი ტონა ყურძენი, რაც დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში რეკორდული მაჩვენებელია. რეალიზებული ყურძნის ღირებულებამ 285 მლნ ლარზე მეტი შეადგინა. ყურძენი 25 000-მდე პირმა ჩააბარა. ის რაც წელს გაკეთდა მევენახეობისათვის, ამ დარგის სტაბილური, მდგრადი განვითარების საწინდარი იქნება", - განაცხადა ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ.


სხდომის მუშაობაში ასევე მონაწილეობდა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ოთარ შამუგია.


კომიტეტმა ანგარიში ცნობად მიიღო.