გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ოქტომბერი 2025    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

ონის მოსახლეობას გაუმჯობესებული წყალმომარაგება ექნება

25-04-2018

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, ქალაქ ონში, ჟიჟორეთის სათავე ნაგებობასთან წყალმომარაგების ინფრასტრუქტურული სამუშაოები სრულდება. 

როგორც “ინტერპრესნიუსს“ სამინისტროდან აცნობეს, პროექტის ფარგლებში, დაახლობით 1,300 მ სიგრძის მონაკვეთზე ახალი ქსელი მოეწყო. 

მათივე განმარტებით, სამუშაოების დასრულების შედეგად, ონის მოსახლეობის ნაწილი, ამინდების გაუარესების პერიოდში, სასმელ წყალს გაუმჯობესებული, ხოლო ადგილობრივების 70% -ი 20-24 საათიან გრაფიკით მიიღებს. 

„ონის მოსახლეობის წყალმომარაგების გაუმჯობესების უზრუნველსაყოფად, გაერთიანებულმა წყალმომარაგების კომპანიამ სამუშაოები საკუთარი ძალებითა და რესურსით განახორციელა.

ამინდების გაუარესების შედეგად, ქვედრულას სათავე ნაგებობიდან წყლის დებიტის შემცირების გამო, 550-ზე მეტი ოჯახი წყალმომარაგების გარეშე რჩებოდა, ხოლო უმეტეს ნაწილს სასმელი წყალი დღეგამოშვებით მიეწოდებოდა“, - განმარტავენ სამინისტროში.

"ინტერპრესნიუსი"