გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

იუსტიციის სახლები წინასწარი დაჯავშნის გარეშე 50.000-ზე მეტ მოქალაქეს მოემსახურნენ

28-10-2021

წინასწარი დაჯავშნის გარეშე სერვისის მიღება იუსტიციის სახლებში უკვე 50.000-მა მომხმარებელმა შეძლო. ჯავშნის საჭიროება იუსტიციის სახლებში 25 ოქტომბერს მოიხსნა და გამარტივებული მომსახურებით პირველივე დღეს 20.000-მდე მოქალაქემ ისარგებლა.

დღეს იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილე თამარ ტყეშელაშვილმა და იუსტიციის სახლის აღმასრულებელმა დირექტორმა ოთარ ჩახუნაშვილმა წყალტუბოსა და ქუთაისის იუსტიციის სახლები მოინახულეს და ჯავშნის გარეშე სერვისის მიწოდების პროცესს გაეცნენ.

წინასწარი ჯავშნის მოხსნის გადაწყვეტილება სახელმწიფო სერვისების რაოდენობის ზრდასა და მოქალაქეების მხრიდან მომსახურების სწრაფად მიღების მოთხოვნას უკავშირდება. მოქალაქეებს უკვე აქვთ საშუალება, თავად აირჩიონ ვიზიტისთვის სასურველი დრო.

სერვისების გაცემის გამარტივების პარალელურად, იუსტიციის სახლი ზრუნავს მომხმარებლის უსაფრთხოებაზე, შიდა სივრცეები აღჭურვილია თანამედროვე თერმოსკრინინგის აპარატებით, დისტანციის დაცვის მანიშნებლებითა და სადეზინფექციო სითხეებით. რიგის მართვა კოვიდრეგულაციების გათვალისწინებით ხორციელდება, მათ შორის, უზრუნველყოფილია გარე სივრცეში მოლოდინის რეჟიმი.