გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2025    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 

სოზარ სუბარი: გამორიცხულია ჩვენგან გამოჩნდეს ადამიანი, რომელიც მათ ბიომასას უწოდებს, ამით განვსხვავდებით ერთმანეთისგან

28-10-2021

"ქართული ოცნების" ერთ-ერთი ლიდერის, სოზარ სუბარის თქმით, 27 ოქტომბრის აქციის მიზანი იყო, თავიანთი ამომრჩევლებისთვის დაენახებინათ ძალა, რომელიც არის "ქართულ ოცნებაში."


მისივე თქმით, მნიშვნელოვანია, კიდევ ერთხელ ყოფილიყო აპელირება იმ ღირებულებებზე, რომლითაც ისინი ოპოზიციისგან განსხვავდებიან.


"აქცია, დემონსტრაცია, პოლიტიკური ცხოვრების შემადგენელი ნაწილია, მაგრამ ზუსტად იმისთვის, რომ ჩვენს მომხრეებს კიდევ ერთხელ ეგრძნოთ ის ძალა, რომელიც არის "ქართულ ოცნებაში" და კიდევ ერთხელ ყოფილიყო აპელირება იმ ღირებულებებზე, რომლითაც ასე განვსხვავდებით ჩვენ ჩვენი პოლიტიკური მოწინააღმდეგისგან, იმითი, რომ რამდენი ადამიანიც არ უნდა შეიკრიბოს მეორე მხარეს და რაც არ უნდა ჩაიდინონ, გამორიცხულია ჩვენგან გამოჩნდეს ადამიანი, რომელიც მათ ბიომასას უწოდებს და მათ თავისუფლად შეუძლიათ 150 ათასს ადამიანს უწოდონ ბიომასა,"-აცხადებს სუბარი.