26-04-2018
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის აღმოსავლეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა უკანონო სახერხი დანადგარების ფუნქციონირებისა და ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოავლინეს.
კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ხომლეს მიმდებარედ, დეპარტამენტის თანამშრომლებმა ე.წ. ლენტური ტიპის სახერხი დანადგარის უძრავი ნაწილის - ლიანდაგის დემონტაჟი განახორციელეს. მიმდებარე ტერიტორიაზე განთავსებული იყო უკანონოდ მოპოვებული 3 მ3 წიწვოვანი სახეობის პირველადი გადამუშავების პროდუქტი - ფიცარი და ფიჭვის სახეობის 6 ერთეული დაუფირნიშებელი მორი.
ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ხცისში კი უკანონო სახერხი საამქრო გამოვლინდა, რომლის ტერიტორიაზეც განთავსებული იყო 32 ერთეული უკანონოდ მოპოვებული ფიჭვის სახეობის სამასალე მორი. ასევე ფიჭვის სახეობის 26 ერთეული.