გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მარტი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031

ირაკლი ღარიბაშვილი Ipsos-ზე : არავითარ სანდოობას არ იწვევს ეს ორგანიზაცია და მათ ი კვლევები, ვინაიდან ამას აკეთებს ლევან თარხნიშვილი, რომელიც სააკაშვილის დროს, იყო ცესკოს თავმჯდომარე და მთავარი გამყალბებელი

29-10-2021

არ არის სარწმუნო და არავითარ სანდოობას არ იწვევს ეს ორგანიზაცია და მათ მიერ ჩატარებული კვლევები, ვინაიდან, ამ ყველაფერს აკეთებს ლევან თარხნიშვილი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა Ipsos-ის კვლევასთან დაკავშირებით განაცხადა.


მისი თქმით, ლევან თარხნიშვილი, სააკაშვილის დროს, იყო ცესკოს თავმჯდომარე, მთავარი გამყალბებელი სააკაშვილის არჩევნების და მის მიერ ჩატარებული მიკერძოებული, გაყალბებული კვლევები არ არის სანდო არავისთვის.


„დღეს რაც ვიხილეთ, არ ვიცი ამაზე რა კომენტარი შეიძლება გავაკეთოთ ადამიანებმა. ჩვენ ყოველთვის ვამბობდით, რომ, რა თქმა უნდა, არ არის სარწმუნო და არავითარ სანდოობას არ იწვევს ეს ორგანიზაცია და მათ მიერ ჩატარებული კვლევები, ვინაიდან, ამ ყველაფერს აკეთებს ლევან თარხნიშვილი. შევახსენოთ საზოგადოებას, ვინ არის ლევან თარხნიშვილი. ლევან თარხნიშვილი, სააკაშვილის დროს, იყო ცესკოს თავმჯდომარე, ანუ მთავარი გამყალბებელი სააკაშვილის არჩევნების, ხალხის ხმების მომპარავი, ჩვეულებრივი ქურდი. ამ ადამიანის მიერ ჩატარებული მიკერძოებული, გაყალბებული კვლევები, რა თქმა უნდა, არ არის სანდო ჩვენთვის, არავისთვის. დღეს რაც მოხდა, ეს ხომ საერთოდ გამაოგნებელია, კატასტროფაა პირდაპირ. თუ გახსოვთ ის ფაქტი, როდესაც სააკაშვილს შეეშალა, ჯგუფში აგზავნიდა დავალებას, მესიჯს და დაეპოსტა შემთხვევით „ფეისბუქზე", დაახლოებით ის მოუვიდა Ipsos-ს და ამ თარხნიშვილის კორპორაციას", - განაცხადა პრემიერმა.