გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ოქტომბერი 2022    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31 

კომუნიკაციების კომისიამ „იმედის" წინააღმდეგ „ნაციონალური მოძრაობის" საჩივარი დააკმაყოფილა

29-10-2021

კომუნიკაციების კომისიამ ტელეკომპანია „იმედის" წინააღმდეგ „ნაციონალური მოძრაობის" საჩივარი დააკმაყოფილა და მაუწყებელს სამართალდარღვევის ოქმი შეუდგინა. კომუნიკაციების კომისიაში „ნაციონალური მოძრაობის" საჩივარი შემოვიდა, სადაც აღნიშნულია, რომ „იმედმა" მათ მიერ მაუწყებელში წარდგენილი პოლიტიკური რეკლამების განთავსებაზე უარი განაცხადა. პარტიამ მაუწყებელს ორჯერ მიმართა სარეკლამო რგოლების განთავსების მოთხოვნით, თუმცა, „იმედს" რგოლები ეთერში არ განუთავსებია.


კანონმდებლობის მიხედვით საერთო ეროვნული მაუწყებელი ვალდებულია, თავის ეთერში ყოველ 3 საათში 7,5 წუთი გამოყოს წინასაარჩევნო რეკლამის უსასყიდლოდ განსათავსებლად, ასევე თანაბრად და არადისკრიმინაციულად განათავსოს თითოეული კვალიფიციური საარჩევნო სუბიექტის მიერ მისთვის წარდგენილი წინასაარჩევნო რეკლამა, იმ პირობით, რომ ამ პერიოდში ერთი საარჩევნო სუბიექტისათვის გამოყოფილი სარეკლამო დრო 90 წამს არ აღემატებოდეს.


იმ საარჩევნო ოლქში (ოლქებში), სადაც არჩევნების მეორე ტური ტარდება, უფასო საეთერო დრო ნაწილდება მეორე ტურში მონაწილე საარჩევნო სუბიექტებს შორის იმ პროპორციით, რომლითაც არიან წარმოდგენილი ეს საარჩევნო სუბიექტები შესაბამის საარჩევნო ოლქში მეორე ტურში მონაწილეობისათვის.


გამომდინარე იქედან, რომ ტელეკომპანია „იმედმა" წინასაარჩევნო რგოლები ეთერში არ განათავსა, მან დაარღვია საარჩევნო კოდექსის 761-ე მუხლის 21-ე და 22-ე და 186-ე მუხლის მე-3 და მე-5 ნაწილები, რომლის საფუძველზეც კომუნიკაციების კომისიამ მაუწყებელს სამართალდარღვევის ოქმი შეუდგინა.