გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

ზრუნვის კონცეფციები: სამხედრო ვეტერანების მხარდაჭერის სტრუქტურული ქსელები''_ უწყებაში სამუშაო შეხვედრა გაიმართა

30-10-2021

მიმდინარე წლის 29 ოქტომბერს, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურმა, თავდაცვისა და უსაფრთხოების საკითხებში სამოქალაქო საბჭოსთან თანამშრომლობის ფარგლებში, უსაფრთხოების სექტორის მართვის ჟენევის ცენტრის DCAF მხარდაჭრით, უმასპინძლა სამუშაო შეხვედრას: ''ზრუნვის კონცეფციები: სამხედრო ვეტერანების მხარდაჭერის სტრუქტურული ქსელები''. შეხვედრა ზუმ ფორმატში წარიმართა და მას უძღვებოდა მოწვეული სპეციალისტი, სესილია ვან პესკი.


შეხვედრაზე, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორის მოადგილეები, მირონ ჩიგოგიძე და ჯანდრი უბირია, დირექტორის მრჩეველი, ვლადიმერ იმნაძე, სამსახურის პროექტების დაგეგმვისა და მართვის ჯგუფის ხელმძღვანელი, ლელა კიკნაძე, სესილია ვან პესკის იმ პროგრამებზე ესაუბრნენ, რომლებსაც სამსახური სახელმწიფოს მხარდაჭერით, ქართველ ვეტერანთა წინაშე არსებული გამოწვევების დასაძლევად ახორციელებს; მსჯელობის საგანი იყო ის საკითხები, რომლებიც ჯერ კიდევ გამოწვევად რჩება და რომელთა გადაწყვეტაშიც, ვეტერანთა სფეროში მოღვაწე საერთაშორისო ორგანიზაციების მხარდაჭერა, მათი გამოცდილების გაზიარება მნიშვნელოვანია; განსახილველ თემათა შორის იყო საზოგადოებაში ომის ვეტერანთა შესახებ ცნობიერების ამაღლება, ვეტერანთა სამოქალაქო სფეროში ადაპტირება, სტრესთან და მორალურ ზიანთან გამკლავება, ვეტერანთა სოციალური, ფიზიკური, ემოციური და ფსიქოლოგიური მხარდაჭერა;სესილია ვან პესკიმ ისაუბრა ტრავმაზე, როგორც განვითარების შესაძლებლობაზე; მან, დამსწრეთ,ნიდერლანდების ვეტერანთა ორგანიზაციის სტრუქტურა გააცნო და გამოცდილება გაუზიარა; ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურთან აქტიური თანამშრომლობის სურვილი გამოთქვა და აღნიშნა, რომ საკუთარი გამოცდილებისა და საერთაშორისო კავშირების გათვალისწინებით, ქართველი ვეტერანების მხარდასაჭერად, ქმედით ნაბიჯებს გადადგამს.


სესილია ვან პესკი გახლავთ ნიდერლანდების საზღვაო ძალების რეზერვის კომანდერი, სამხედრო ვეტერანი. მსოფლიო მშვიდობის ფედერაციამ, 2010 წელს, დააჯილდოვა „მშვიდობის ელჩის" ჯილდოთი. მის ინტერესთა სფეროებს შორისაა ვეტერანთა საქმეები, თავდაცვა და უსაფრთხოება, სამხედრო სამოქალაქო ურთიერთობები; აქვს არა ერთ ქვეყანაში,მათ შორის საქართველოში მუშაობის გამოცდილება.


შეხვედრის ორგანიზატორი, თავდაცვისა და უსაფრთხოების საკითხებში სამოქალაქო საბჭო, არასამთავრობო ორგანიზაციაა, რომლის მიზანია, მხარი დაუჭიროს უსაფრთოებისა და თავდაცვის სფეროში დემოკრატიულ რეფორმებს, საქართველოს დემოკრატიულ განვითარებას და ქვეყნის ევროატლანტიკურ ინტეგრაციას;
უსაფრთხოების სექტორის მართვის ჟენევის ცენტრი DCAF არის ფონდი, რომელიც 2000 წელს, შვეიცარიის მთავრობის ინიციატივით შეიქმნა და მუშაობს უსაფრთხოების სექტორის რეფორმის გზით, უსაფრთხოების სექტორის მმართველობის გაუმჯობესების საკითხებზე; ცენტრი უზრუნველყოფს ქვეყნებისთვის საკონსულტაციო მხარდაჭერას, პრაქტიკულ დამხარებას და შესაძლებლობების განვითარების პროგრამებს.


შეხვედრას, ასევე, ესწრებოდნენ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის პასუხისმგებელი თანამდებობის პირები, უსაფრთხოების სექტორის მართვის ჟენევის ცენტრის პროგრამების მენეჯერი, რიჩარდ სტეინი, თავდაცვისა და უსაფრთხოების საკითხებში სამოქალაქო საბჭოს დამფუძნებლები შორენა ლორთქიფანიძე და თამარ პატარაია, სამხედრო-ანალიტიკური ჟურნალის, ''არსენალის''მთავარი რედაქტორი, ირაკლი ალადაშვილი, გერმანული ორგანიზაციის, ''მაქს პლანკის მშვიდობისა და კანონის უზენაესობის საერთაშორისო ფონდის'' მკვლევარი, მინდია ვაშაყმაძე,