გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

კახა კალაძე: კიდევ ერთხელ მინდა მივმართო და მოუწოდო ჩეს მხარდამჭერებს, რომ ვიაქტიუროთ

30-10-2021

დღეს, ძალიან მნიშვნელოვანი დღეა. ვიცით, რომ არჩევნების მეორე ტური იმართება და მინდა, კიდევ ერთხელ მივმართო ყველა ჩვენს მხარდამჭერს, რომ ვიაქტიუროთ. 10 საათის მონაცემებით ძალიან მაღალია აქტიურობა წინა ტურთან შედარებით, მაგალითად თბილისში 5% არის აქტივობა გაზრდილი, რაც ძალიან კარგია, თუმცა კიდევ ერთხელ მინდა მივმართო და მოუწოდო ჩეს მხარდამჭერებს, რომ ვიაქტიუროთ მეგობრებო, თითოეული თქვენი ხმა, თითოეული თქვენგანის როლი არის ძალიან მნიშვნელოვანი იმისთვის, რომ შევძლოთ ამ ქალაქის განვითარება, იმ პროექტების განხორციელება, რომელიც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია თბილისისთვის - ამის შესახებ „ქართული ოცნების" თბილისის მერობის კანდიდატმა, კახა კალაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.


"თქვენ ხედავთ, ბოლო წლების განმავლობაში, თუ რამდენი კარგი სამუშაო იქნა ჩატარებული დედაქალაქის მასშტაბით. რა თქმა უნდა, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ მომდევნო წლების განმავლობაში, ვერავინ და ვერაფერმა შეაჩეროს ქალაქის აღმშენებლობა, განვითარება და იმ პროექტების განხორციელება, რომლებიც დედაქალაქისთვის სასიცოცხლოთ მნიშვნელოვანია.


კიდევ ერთხელ მინდა ვთხოვო და მოვუწოდო ჩვენს მხარდამჭერებს მაქსიმალური აქტიურობა, რომ დავაფიქსიროთ ჩვენი მოსაზრება და მხარი დავუჭიროთ ამ ქალაქის განვითარებას და აღმშენებლობას" - განაცხადა კალაძემ.