გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    იანვარი 2026    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 

თორნიკე რიჟვაძე: არჩევანი გავაკეთე არჩილ ჩიქოვანის სასარგებლოდ და იმავეს მოვუწოდებ თითოეულ ბათუმელს და თითოეულ ჩვენს მხარდამჭერს

30-10-2021

„დღეს არჩევანი გავაკეთე ღირსეული და თავისუფალი ბათუმელებისთვის, იმ ბათუმისთვის და იმ საქართველოსთვის, სადაც თითოეული ადამიანის ღირსება და თავისუფლება გარანტირებულია, სადაც ბიზნესი ხელშეუხებელია და ვერავინ გაბედავს მის გაკულაკებას. არჩევანი გავაკეთე არჩილ ჩიქოვანის სასარგებლოდ და იმავეს მოვუწოდებ თითოეულ ბათუმელს და თითოეულ ჩვენს მხარდამჭერს. დარწმუნებული ვარ, რომ ეს გამარჯვება საბოლოოდ შედგება ჩვენი ქვეყნისთვის" - განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.


აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ საკუთარი არჩევანი ბათუმის N16 უბანზე გააკეთა, სადაც ის მეუღლესთან და შვილთან ერთად იმყოფებოდა.