გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2026    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930 

ირაკლი ღარიბაშვილი: სააკაშვილი არ არის და არ იქნება პრივილეგირებული პატიმარი

30-10-2021

უკრაინელი ჟურნალისტის მიერ დასმული კითხვის საპასუხოდ, ვინ იქნება პასუხისმგებელი, თუ მიხეილ სააკაშვილი თავს მოიკლავს, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულების სისტემა პასუხისმგებელია ყველა პატიმრის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე და სააკაშვილი არ არის და არ იქნება პრივილეგირებული.


მთავრობის მეთაურმა ჟურნალისტს ურჩია, უფრო მეტად იმეცადინოს სწორი კითხვების დასმაში.


პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ კანონის უზენაესობა დაცული უნდა იყოს და ამ ქვეყნის ყველა მოქალაქემ უნდა სცეს მას პატივი.


„პირველ რიგში, მე გირჩევთ, რომ სწორი კითხვების დასმაში უფრო მეტად იმეცადინოთ. მეორე- იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულების სისტემა პასუხისმგებელია ყველა პატიმრის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე და სააკაშვილი არ არის და არ იქნება პრივილეგირებული. კანონის უზენაესობა დაცული უნდა იყოს და ამ ქვეყნის ყველა მოქალაქემ უნდა სცეს მას პატივი",- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.