გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

თბილისში ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების მე-13 საერთაშორისო გამოფენა WinExpo Georgia 2021გაიხსნა

30-10-2021

30-31 ოქტომბერს, თბილისი ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების მე-13 საერთაშორისო გამოფენას WinExpo Georgia 2021 მასპინძლობს. გამოფენა ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ, ლევან მეხუზლამ და საგამოფენო ცანტრის ,,ექსპოჯორჯიას“ დირექტორმა, რესან ქიქავამ გახსნეს.


,,მოხარული ვარ, რომ თითქმის ორწლიანი პაუზის შემდეგ, ღვინის ინდუსტრიის წარმომადგენლებს და დარგის გულშემატკივრებს შესაძლებლობა მოგვეცა WinExpo-ს ფარგლებში შევიკრიბოთ. ღვინო საქართველოს კულტურისა და ისტორიის ნაწილი, მისი სავიზიტო ბარათია. შესაბამისად, ჩვენთვის მნიშვნელოვანია ვაწარმოოთ ხარისხიანი ღვინო და ამ კუთხთ, არანაირი კომპრომისის დაშვების უფლება არ გვაქვს. ქართული ღვინო ყოველთვის უნდა იყოს საუკეთესო მთელ მსოფლიოში. უნდა აღინიშნოს, რომ გამოფენის ფარგლებში, საინტერესოდ მიმდინარეობს ღვინის საერთაშორისო კონკურსიც. ხვალ, ასევე გაიმართება ღვინის ექსპორტის ფორუმი, სადაც საშუალება გვექნება ქართული ღვინო წარვუდგინოთ სხვადასხვა ქვეყნის იმპორტიორებს, ღვინის დისტრიბუტორებსა და მყიდველებს, რაც დამატებითი შესაძლებლობა იქნება ჩვენი მწარმოებლებისთვის. მინდა მადლობა გადავუხადო გამოფენის ორგანიზატორებს, ყველა მონაწილეს და წარმატებული საქმიანობა გისურვოთ“, - განაცხადა ლევან მეხუზლამ.


წელს, გამოფენაში WinExpo Georgia 2021 ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების მწარმოებელი 160 კომპანია მონაწილეობს. გამოფენაზე წარმოდგენილია ოჯახური მარნები, საშუალო და მსხვილი საწარმოები, ბიოდინამიური და ქვევრის ღვინის მწარმოებლები, 2019-21 წელს შექმნილი ახალი მარნები, ღვინის ტექნოლოგიები, მევენახეობა-მეღვინეობის მანქანა-დანადგარები, ინგრედიენტებიდადანამატები, ნერგები, სასუქი, შეფუთვა - აქსესუარები და სერვისები.
„პანდემიის მიუხედავად, ჩვენ შევძელით და გმასპინძლობთ ღვინის ინდუსტრიასთან დაკავშირებულ ერთადერთ მასშტაბურ გამოფენაზე საქართველოში. WinExpo საუკეთესო შესაძლებლობაა ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების მწარმოებლებისთვის, მეღვინეებისა და დარგით დაინტერესებული პირებისთვის გაეცნონ სიახლეებს, მრეწველობის განვითარების ტენდენციებს, პოპულარიზაცია გაუწიონ საკუთარ პროდუქციას და მოიძიონ პარტნიორები. იმედი მაქვს, რომ გასული წლების მსგავსად, წლევანდელი გამოფენაც წარმატებით ჩაივლის“, - განაცხადა, რესან ქიქავამ.


WinExpo Georgia 2021-ის ფარგლებში, 29-30 ოქტომბერს, ღვინის მე-12 საერთაშორისო კონკურსი Georgiana International Wine Award ჩატარდება. გამარჯვებული ღვინოები 8 კატეგორიაში გამოვლინდება და ოქროს, ვერცხლისა და ბრინჯაოს მედლები გადაეცემათ. წელს, კონკურში ღვინის 300-მდე ნიმუშია წარდგენილი.


კონკურსის ჟიურის შემადგენლობაში შედიან ქართველი და უცხოელი ღვინის მაგისტრები, სპეციალისტები და საერთაშორისო ექსპერტები: ტიმატკინი (ჟიურის თავმჯდომარე), ფელისიტიკარტერი, ჯუდი აურორა, მიხეილ მესხი, ანა გოდაბრელიძე და ლევან მეხუზლა.


WinExpo Georgia 2021-ის ფარგლებში, 31 ოქტომბერს, გაიმართება ღვინის ექსპორტის ფორუმიWinexpo Forum, რომელიც მოიცავს შეხვედრებს ღვინის იმპორტიორებთან, დისკუსიის რეჟიმში სხვადასხვა ქვეყნის ბაზრის განხილვას და პრაქტიკულ რჩევებს მწარმოებლებთან. ფორუმზე მოწვეულები არიან იმპორტიორები, რესტორნების ქსელების და ღვინის მაღაზიების წარმომადგენლები შემდეგი ქვეყნებიდან: ბელგია, დანია, ნიდერლანდები, თურქეთი, გერმანია.


30-31 ოქტომბერს, WinExpo Georgia 2021 საგამოფენო ცენტრის „ექსპოჯორჯია“ მე-3 პავილიონსა და გარე სივრცეში იმართება. ღონისძიების მხარდამჭერები არიან საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო და ღვინის ეროვნული სააგენტო.
WINEXPO არის ერთადერთი სავაჭრო გამოფენა საქართველოში, რომელიც ფოკუსირებულია ღვინოზე, ალკოჰოლურ სასმელებსა და ამ დარგებთან დაკავშირებულ მომსახურებაზე.