გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

კახა კალაძე: ზოგიერთ ქალაქში შეინიშნება სიტუაციის დაძაბვის მცდელობა და სამწუხაროა, რომ ეს მცდელობები ძირითადად გარკვეული მედიასაშუალებების წარმომადგენელთა მხრიდან მოდის

30-10-2021

„ქართული ოცნების" თბილისის მერობის კანდიდატმა კახა კალაძემ განცხადება გააკეთა, რომელსაც უცვლელად გთავზობთ:


"პირველ რიგში მადლობას ვუხდი თითოეულ ამომრჩეველს, თითოეულ თბილისელს, თითოეულ ჩვენს მხარდამჭერს ყველა საარჩევნო ოლქში, ვინც უკვე დააფიქსირა საკუთარი პოლიტიკური არჩევანი და მხარი დაუჭირა ჩვენი ქვეყნის მშვიდობიან განვითარებას.


ამ დროისთვის 20-ვე ოლქში, სადაც მეორე ტურები იმართება საერთო ჯამში მშვიდი ვითარებაა და მოქალაქეებს აქვთ შესაძლებლობა თავისუფალ, მშვიდ გარემოში გააკეთონ საკუთარი არჩევანი.


ზოგიერთ ქალაქში შეინიშნება სიტუაციის დაძაბვის მცდელობა და სამწუხაროა, რომ ეს მცდელობები ძირითადად გარკვეული მედიასაშუალებების წარმომადგენელთა მხრიდან მოდის.


ამიტომ მოვუწოდებ მათ მისცენ მოქალაქეებს საშუალება მშვიდ გარემოში გააკეთონ საკუთარი პოლიტიკური არჩევანი და აქვე განვმარტავ, როგორც მათთვის, ისე ყველა მედიასაშუალებისთვის, პირველ რიგში კი საარჩევნო პროცესში ჩართული ადამიანებისთვის:


საქართველოს კანონმდებლობით მოქალაქეებს, მათ შრის პარტიის აგიტატორებს და აქტივისტებს აქვთ ფოტოსურათებიანი სიების ქონის და ამ სიების მიხედვით ამომრჩევლების აღრიცხვის უფლება. ეს არ არის არავითარი დარღვევა და ამიტომ, ნურავინ შეეცდება ამ საბაბის გამოყენებით რაიმე დაძაბულობის შექმნას.


კიდევ ერთხელ მოვუწოდებ ამ ადამიანებს, ეს იქნება ჩვენი პარტიის წევრები, აგიტატორები. მეგობრებო, თქვენ გაქვთ ამის უფლება კანონიერი იქონიოთ ეს სიები და ის 100 მეტრიანი რადიუსი, რაც არის იდგეთ და გააგრძელოთ თქვენი საქმიანობა. არანაირ პრობლემას არ წარმოადგენს.


აქვე კიდევ ერთხელ მადლობას ვუხდი ჩვენს თითოეულ მხარდამჭერს და მოვუწოდებ კიდევ უფრო მეტი აქტიურობისკენ.


ყველა, ვისთვისაც მნიშვნელოვანია ჩვენი ქალაქების, ჩვენი მუნიციპალიტეტების მომავალი უნდა გამოვიდეთ საარჩევნო უბნებზე და დავაფიქსიროთ ჩვენი პოლიტიკური პოზიცია.


გამარჯვება უნდა მივიყვანოთ ბოლომდე!" - განაცხადა კალაძემ.