გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

სუს-ის განცხადება საპრეზიდენტო ბიბლიოთეკაში გამართული საუბრის ჩანაწერის შესახებ: გამოძიება ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს

30-10-2021

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური განცხადებას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:


"გვსურს საზოგადეობას კიდევ ერთხელ მივაწოდოთ ინფორმაცია გუშინ გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით.


მოგეხსენებათ, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში მიმდინარეობს გამოძიება სახელმწიფო ხელისუფლების დასამხობად შეთქმულების ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 315-ე მუხლის პირველი ნაწილით.


საქმეზე გამოძიების დაწყებას საფუძვლად დაედო მიღებული ინფორმაციაიმის შესახებ, რომ პირთა გარკვეული ჯგუფი ახორციელებდა შეთქმულებას ხელისუფლების დასამხობად. გამოძიების ფარგლებში დაუყონებლივ გატარდა სათანადო ზომები და სასამართლოს განჩინების საფუძველზე ჩატარებული ფარული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად მოპოვებული მტკიცებულებების მხოლოდ ნაწილი, რომლის გასაჯაროებაც მიზანშეწონილად ჩაითვალა, გუშინ იხილა საზოგადოებამ.


გამოძიების დაწყებისა და წარმოების ლეგიტიმური მიზანი გახლავთ დანაშაულის გამოვლენა, აღკვეთა და მის განხორციელებაში ჩართული პირების მიმართ კანონმდებლობით გათვალისწინებული სათანადო ზომების გატარება. ხსენებული მიზნის მისაღწევად საგამოძიებო ორგანოში ყოველწუთიერ რეჟიმში მიმდინარეობს საგამოძიებო თუ საპროცესო მოქმედებები.


გუშინ გავრცელებულ ჩანაწერში ნათლად გამოჩნდა თუ როგორ საუბრობდნენ ცალკეული პირები დესტრუქციული ძალების მობილიზებაზე, ავტომანქანებით გზების ჩახერგვაზე, სახელმწიფო უწყებების ბლოკირებასა და შტურმზე და უფრო მეტიც, იმაზე, რომ სასურველი შედეგის მიღწევა სისხლის დაღვრის გარეშე შეუძლებელია. სწორედ ამიტომ მოვახდინეთ საზოგადოებისათვის მოსამართლის განჩინების საფუძველზე მოპოვებული მტკიცებულებების მიწოდება, რაც აგრეთვე მიზნად ისახავდა პრევენციული ღონისძიებების გატარებას და მოსახლეობის ინფორმირებას კონკრეტული ჯგუფის რეალური მიზნების თაობაზე, რათა მოქალაქეებმა ნებსით თუ უნებლიედ მონაწილობა არ მიიღონ ქმედებაში, რომელიც წარმოადგენს დანაშაულს და მიმართულია საქართველოს კონსტიტუციით დადგენილი სამართლებრივი წესრიგის წინააღმდეგ.


გამოძიება ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 315-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 5 დან 8 წლამდე ვადით" - აცხადებენ სუს-ში.