1-11-2021
კასპის მუნიციპალიტეტის, სოფელ ხოვლეში არსებული სკვერის სრული რეაბილიტაციის სამუშაოები დაიწყო.
სოფლის ცენტრში მდებარე სკვერი, რომელიც ათეული წლების წინ მოეწყო და მოსახლეობის თავშეყრის ერთადერთი ადგილია განახლებას საჭიროებდა.
მუნიციპალიტეტის მერიამ გაითვალისწინა მოსახლეობის მოთხოვნა და სკვერის რეაბილიტაციაზე ელექტრონული ტენდერი გამოაცხადა.
ტენდერში გამარჯვებულმა შპს „ახალ ჭიათურამ არსებეული სკვერის დემონტაჟი უკვე დაიწყო.
"სოფელში 700-მდე ოჯახი ცხოვრობს და დასასვენებლი სივრცის არსებობა აუცილებელია. აღდგენილი იქნება სკვერში არსებული ომის ვეტერანთა მემორიალიც.
მუნიციპალიტეტის მერიამ, ხოვლეს სკვერის სარეაბილიტაციო თანხა დგილობრივი ბიუჯეტიდან გამოყო და მასზე 176 667 ლარი იხარჯება" - აღნიშნა კასპის მუნიციპალიტეტის მერმა ვახტანგ მაისურაძემ.