გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

კომუნიკაციების კომისიამ სტუდენტებისთვის კონკურსი „ნამდვილი თუ მოგონილი?!" გამოაცხადა

1-11-2021

კომუნიკაციების კომისია და მედიააკადემია მედიაწიგნიერების კონკურსს - „ნამდვილი თუ მოგონილი?!" ბაკალავრიატის სტუდენტებისთვის მეორედ აცხადებს. კონკურსის მიზანი ლოგიკური და კრიტიკული აზროვნების, ანალიზისა და ფაქტების გადამოწმების, მედიაწიგნიერებისთვის საჭირო უნარ-ჩვევების განვითარებაა. კონკურსში მონაწილეობის მიღება, 1 ნოემბრიდან 5 დეკემბრის ჩათვლით, ბაკალავრიატის ყველა სტუდენტს შეუძლია.


კონკურსის ფარგლებში, სტუდენტებმა უნდა აღმოაჩინონ მედიასივრცეში, მათ შორის ინტერნეტში, ტელევიზიასა და ბეჭდურ მედიაში გავრცელებული ყალბი ინფორმაცია (Fake News), რომელიც ჯერ არ ყოფილა დადასტურებული, როგორც ყალბი ინფორმაცია. სტუდენტებმა უნდა წარმოადგინონ ამბის აღმოჩენის გზა, მისი გადამოწმების წყარო და პარალელურად, დაადგინონ რეალური ფაქტები.


კონკურსის გამარჯვებულებს კომპეტენტური ჟიური გამოავლენს, რომლებსაც კომუნიკაციების კომისიისგან ულტრათანამედროვე პრიზები გადაეცემათ. პირველი ადგილის მფლობელი საჩუქრად iPhone 13 Pro-ს მიიღებს, მეორე ადგილის მფლობელს - HP Pavilion, ხოლო მესამე ადგილზე გასულ სტუდენტს 3 iPad 10.2 (9 Gen) გადაეცემა.


კონკურსის წესებისა და დეტალური ინფორმაციის ნახვა შეგიძლიათ კომუნიკაციების კომისიის მედიაწიგნიერების გვერდზე - https://www.facebook.com/MediaLiteracy.comcom/ და კომისიის ვებ-გვერდზე - www.comcom.ge


შეგახსენებთ, რომ კომუნიკაციების კომისიამ მედიაწიგნიერების კონკურსი „ნამდვილი თუ მოგონილი?!" უკვე ხუთჯერ ჩაატარა. სკოლის მოსწავლეებისთვის კონკურსი ოთხჯერ, სტუდენტებისთვის კი ერთხელ ჩატარდა. კონკურსის ყველა მონაწილეს სერტიფიკატები გადაეცათ.