გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

კასპში ქვათახევის ქუჩა მოასფალტდა

3-11-2021

კასპში ქვათახევის ქუჩის მოასფალტების სამუშაოები კასპის მუნიციპალიტეტის მერმა ვახტანგ მაისურაძემ დაათვალიერა.


ასფალტის სამუშაოების დაწყებამდე ქუჩაზე სასმელი წყლის ქსელი შეიცვალა, მოეწყო სანიაღვრეები და გასწორდა წყალარინების ჭები.


მიმდინარე პროექტი 5 ქუჩის ლესელიძის, ჯორჯიაშვილის, მეტეხის, ქვათახევის და სამების რეაბილიტაციის სამუშაოებს ითვალისწინებს.


სამების ქუჩა უკვე მოასფალტებულია, შესაბამისად შეიცვალა სასმელი წყლის ქსელიც.


ხუთივე ქუჩა ერთმანეთთან დაკავშირებულია, არის მჭიდროდ დასახლებული. ინდივიდუალური საცხოვრებელი ბინების გარდა განთავსებულია 3 ხუთსართულიანი საცხოვრებელი ბინა, რომელშიც 100 ოჯახი ცხოვრობს. ქუჩების რეაბილიტაციას შპს „საგზაო სამშენებლო სამმართველო #1“ ახორციელებს.


ქუჩების საერთო სიგრძე 1 288 გრძივი მეტრია, პროექტს რეგიონალური განვითარების ფონდი და მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტი 969 980 ლარით აფინანსებს.


"ქუჩები წლების მავლობაში ამორტიზირებულია და მოასფალტებული არასოდეს ყოფილა. კეთილმოწყობილი გზა უზრუნველყოფს მოსახლეობის და ტრანსპორტის უსაფრთხო და კომფორტულ გადაადგილებას, ასევე ადაპტირებული იქნება შშმ პირთათვის"- აღნიშნა კასპის მუნიციპალიტეტის მერმა ვახტანგ მაისურაძემ.