გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    იანვარი 2022    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31 

ცესკოს გადაწყვეტილებით კიდევ 58 საარჩევნო უბნის მონაცემები გადაითვალა

3-11-2021

ცენტრალური საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილებით 2 ნოემბერს კიდევ 58 საარჩევნო უბნის მონაცემები გადაითვალა.


გადათვლილი 58 უბნის მონაცემების მიხედვით  44 საარჩევნო უბანზე შედეგები უცვლელი დარჩა, ხოლო 14-ზე მცირედით შეიცვალა. მათ შორის „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ დააკლდა 6 ხმა და დაემატა 3, „ქართულ ოცნება - დემოკრატიულ საქართველოს“ დააკლდა 5 და დაემატა 39, „გახარია - საქართველოსთვის“ დააკლდა - 34 ხმა. გადათვლებს არათუ საარჩევნო ოლქის, არამედ საარჩევნო უბნის მიხედვითაც არ მოუხდენია ზეგავლენა მეორე ტურის წინასწარ შედეგებზე.


აღნიშნული 58-დან 52 უბნის მონაცემები საოლქო საარჩევნო კომისიებმა ცესკოს მიმართვის საფუძველზე გადათვალეს, რომლის თანახმადაც არჩევნების მეორე ტურზე, ვიდეო-ფიქსაციის ჩანაწერების არარსებობის გამო, ლოტოტრონის მეშვეობით, შემთხვევითი შერჩევის პრინციპით უნდა შერჩეულიყო 2-2 უბანი და გადათვლილიყო, ხოლო იმ საარჩევნო ოლქებში, სადაც ასეთი უბნები 2 ან ნაკლები იყო, ავტომატურად გადათვლილიყო ყველა მათგანი. დანარჩენი 6 უბნის მონაცემები კი კომისიებმა საკუთარი ინიციატივით გადათვალეს.


ამასთან შეგახსენებთ, რომ პირველ ნოემბერს საოლქო საარჩევნო კომისიებმა გადათვალეს სავალდებულო 5-5 და ცესკოს მიერ გაცემული რეკომენდაციის საფუძველზე 2-2 უბნის, საერთო ჯამში 201 საარჩევნო უბნის მონაცემები.


დეტალური მონაცემები საარჩვენო ოლქების მიხედვით, სადაც არჩევნების მეორე ტურის გადათვლის პროცედურები განხორციელდა (58 საარჩევნო უბანი) იხილეთ ბმულზე:

https://cesko.ge/geo/list/show/127466-tseskos-gadatskvetilebit-kidev-58-saarchevno-ubnis-monatsemebi-gadaitvala-