გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2025    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 

დიმიტრი ხუნდაძე:ამ მძიმე ეპიდვითარებაში, საპროტესტო აქციები ყოველდღიური სიკვდილიანობის ზრდას უწყობს ხელს

5-11-2021

თუ აქამდე საქართველოში ეპიდემიოლოგიური ვითარება იყო რთული,დღეს ის ურთულესად შეიძლება შეფასდეს.ამ ვითარებას ზეპარტიული და ზეპოლიტიკური მიდგომა სჭირდება,წინააღმდეგ შემთხვევაში შესაძლოა პროცესი უმართავი გახდეს - ამის შესახებ პარლამენტის დეპუტატმა, დიმიტრი ხუნდაძემ განაცხადა.


"კლინიკები და მრდპერსონალი თავისი შესაძლებლობის ზღვარზე იმყოფება.რეანიმაციული საწოლები ,პრაქტიკულად ყველა,დაკავებულია.სა­ზოგადოების სიბრთხილე კი კვლავ არ სჩანს.მიუხედავად იმისა,რომ ქვეყანაში ვაქცინები "არჩევაზეა",ვაქცინაციის ტემპი მაინც საგანგაშოდ დაბალია.ვითარებას განსაკუთრებით ამძიმებს ქუჩის აქციები,რაც პირდაპირპროპორციულად ზრდის რისკებს და მოქალაქეების სიცოცხლეს უქმნის საფრთხეს.


თხოვნით მივმართავ ყველა პოლიტიკოსს და ყველა პარტიის ლიდერს,ამ ურთულეს ეპიდემიოლოგიურ ვითარებაში უარი ვთქვათ ქუჩის აქციებზე ან მინიმუმ გარკვეული დროით გადავდოთ მაინც" - აცხადებს ხუნდაძე.