გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2022    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031

ირაკლი ღარიბაშვილი: ჩვენმა ხელისუფლებამ პირველმა დაიწყო კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირების სახელმწიფო სტრატეგიასა და ხედვაზე მუშაობა და ამ ხედვის წარმატების გასაღებიც დიპლომატიაშია

5-11-2021

ჩვენი ხელისუფლებამ პირველმა დაიწყო კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირების სახელმწიფო სტრატეგიასა და ხედვაზე მუშაობა და ამ ხედვის წარმატების გასაღებიც დიპლომატიაშია- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა დიპლომატის პროფესიული დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.


მთავრობის მეთაურის თქმით, დიპლომატიური ძალისხმევის დამსახურებაა რუსული ოკუპაციის წინააღმდეგ საერთაშორისო თანამეგობრობის მტკიცე თანადგომაც და 2012 წლის შემდგომ საერთაშორისო ორგანიზაციებისა და პარტნიორი სახელმწიფოების მიერ მიღებული გადაწყვეტილებები და რეზოლუციები ჩვენი სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდასაჭერად უპრეცედენტოა.


„მრავალი საუკუნის განმავლობაში სწორედ მშვიდობისკენ სწრაფვამ, უკეთესი მომავლის რწმენამ შეგვანარჩუნებინა სახელმწიფო, ეროვნულობა, იდენტობა. ჩვენი ქვეყანა დღესაც გადის ოკუპაციის უმძიმეს პერიოდს. ჩვენ ამ გამოწვევასაც მშვიდობასა და განვითარებას ვუპირისპირებთ. გვჯერა, რომ ეს ერთადერთი გზაა დროებით დაკარგული ტერიტორიებისა და ჩვენი აფხაზი და ოსი თანამემამულეების დასაბრუნებლად. ჩვენი ხელისუფლებამ პირველმა დაიწყო კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირების სახელმწიფო სტრატეგიასა და ხედვაზე მუშაობა. ამ ხედვის წარმატების გასაღებიც დიპლომატიაშია. დიპლომატიური ძალისხმევის დამსახურებაა რუსული ოკუპაციის წინააღმდეგ საერთაშორისო თანამეგობრობის მტკიცე თანადგომაც. უპრეცედენტოა 2012 წლის შემდგომ საერთაშორისო ორგანიზაციებისა და პარტნიორი სახელმწიფოების მიერ მიღებული გადაწყვეტილებები და რეზოლუციები ჩვენი სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდასაჭერად",- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.